არ გეცრუვებით შენ, ჩვენი სიწმიდით მშობელო წმიდაო კათოლიკე ეკლესიაო! არც გაგცემთ შენ ჩვენო სიამაყევ - მართლმადიდებლობავ!

 

მეუფე იობის სიტყვა წარმოთქმული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების 900 წლისთავზე

1103 წელი - ცხრა საუკუნე გვაშორებს ამ თარიღან.

1103 წელი თითოეული ქართველის ცნობიერებაში რუის-ურბნისის საეკლესიო კრებასთან ასოცირდება.

1103 წელი -საქარტველოს ოქროს ხანის დასაწყის, როდესაც სამეფო ინსიგნიებს- გვირგვინს, ტახტს, სკიპტრას და ხმალს - უბედნიერესი ამი დასდგომოდა, ქვეყნის ავეი ქრისტესმოყვაქე დავიი იდგა -მეფე წმიდანი, რომელმაც თავს იდვა ქართული ეკლესიის სიწმინდის დაცვა.

XI საუკუნეში მთელი მსოფლიო მაჰმადიანური თურქების მომძლავრებამ შეაწუხა. 1074 წელს, როდესაც ბერძნებმა თურქებთან დამამცირებელი ზავი დადეს, საქართველო მარტოდმარტო აღმოჩნდა მძვინვარე მტრის პირისპირ. 1080 წლიდან თურქ-სელჯუკების მოძალებამ საშინელი ხასიათი მიიღო. ეს ტრაგიკული ხანა ქართულ მატიანეში "დიდი თურქობის" სახელით შევიდა.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მუქი ფერებიტ გვიხატავს თურქთა შემოსევების შედეგებს: "მოჭამეს ქვეყანა და მოსწყვიტეს თუ სადღა ვინ დარჩობილ იყო ტყვეთა, კლდეთა, ქუაბთა და ხვრელთა ქვეყანისათა".

მაჰმადიანთა მპყრობელობის ქვეშ მყოფ პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ფიზიკურად და მორალურად განადგურებულ ქვეყანაში, ბუნებრივია, საეკლესიო ორგანიზაციის ყველა რგოლი მოიშალა. ადამიანის პირად ღირსებას ყურადღება არ ექცეოდა და მაღალ სასულიერო თანამდებობებზე მხოლოდ დიდგვაროვნებს ნიშნავდნენ, რის გამოც ეკლესიაში არაკეთილსინდისიერი შემთხვევითი პირები ხვდებოდნენ. რა თქმა უნდა, ეს წესი დიდ ზიანს აყენებდა როგორც ეკლესიას, ისე სახელმწიფოს. ამიტომ საჭირო შეიქმნა მისი ამოკვეთა და საეკლესიო სამართლის მკაცრი განსაზღვრა. საქართველოს ეკლესიაში შექმნილი ამგვარი ვითარება, როგორც ცნობილია, სათავეს ჯერ კიდევ XI საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს, როცა ბაგრატ მეოტხე საეკლესიო თანამდებობებს ჰყიდდა და ბევრ სხვა უმსგავსობასაც ჩადიოდა. ბაგრატ მეფე თვითონვე შეეცადა მდგომარეობის გამოსწორებას და საქართველოში მოიწვია გიორგი მთაწმინდელი ათონის ივერთა მონასტრიდან. გიორგიმ დიდი გამბედაობა გამოიჩინა: "პირველად ყოვლისა აღლესა მახვილი მხილებილა მეფეთა მიმართ მრავალთა უწესობათათვის უშიშად და თვალ-უხვად, სიბრძნით და გონიერად"...

გორგი მთაწმინდელმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა სასულიერო იერარქებიც და მოითხოვა საქართველოს ეკლესიაში აღდგენილიყო საეკლესიო მსოფლიო კრებებისა და მოციქულთა კანონები, მაგრამ მეფემ მხილებას ვერ გაუძლო, ქვეყანაში არ აღმოჩნდა ძალა გიორგი მთაწმინდელის მოთხოვნათა გასატარებლად.

რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ქართული ეროვნული სულის აღდგენა-ამაღლებით დაინტერესებული წმ. დავით კეთილმსახური მეფის ინიციატივით ჩატარდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება. კრების მოწვევაში მეფის ინიციატივას "ძეგლისწერის" სათაურიც ადასტურებს: "ძეგლისწერაჲ წმიდისა და ღმრთივ შეკრებულისა კრებისაჲ რომელი შემოკრბა ბრძანებითა კეთილად მსახურისა ღმრთივდაცულისა მეფისა ჩვენისა დავით აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა მეფისასა”

ქართველი ერის ცხოვრებაში ეკლესია მუდამ გვევლინებოდა ქართველი ხალხის ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცნობიერების შენარჩუნებისა და სიწმიდის დარაჯად, მაგრამ მდგომარეობა ამჟამად საპირისპიროდ შეცვლილიყო: ტაძარი-ვნებისაგან ვნებულთა სინანულით განმკურნებელი, რომელიც ცოდვაში ჩაფლულ ქვეყანაში უმანკოების დედაბოძი უნდა ყოფილიყო, საჭირო სიმაღლეზე არ იდგა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი  შეძრწუნებული აღნიშნავს: “წმიდანი ეკლესიანი, სახლი ღმრთისანი, ქუაბ-ავაზაკთა ქმნის იყვნეს”  ამის შესახებ 1899 წელს წმ. კ.პ. კირიონ ΙΙ წერდა: “უღირსნი მწყემსნი, რომელნიც შედიოდნენ ცხოვართა ბინად არა კარითა ქრისტესითა, ჰფლობდნენ ეპარქიებს, ბიწიერება  დამპყრობელთა და მეზობელთა დამკვიდრებულიყო ქართველთა საზოგადოებასა და სამღვდელოებაში. მღვდელნი მატიანეს თქმით შეიქმნენ წარმომადგენელნი ყოველგვარი უსჯულოებისა და უკეთურებისა და ღვთის შიშისა და სჯულის მაგიერ უქადაგებდნენ ერს ურწმუნოებასა და ყოველგვარ უზნეობას”.

დავით აღმაშენებლის მიზანი იყო არა მხოლოდ ეკლესიის გაწმენდა, არამედ მისი ჩაბმა საქართველოს ეროვნული გაერთიანების პროცესში, რაც ვერ მოხერხდებოდა, თუ სასულიერო იერარქები არ იქნებოდნენ ერთგულნი ღვთისა და ერისა. იმ დროს კი მღვდელმთავრები(და ზოგჯერ მონასტრებიც) ხშირად გამოდიოდნენ მეფის წინააღმდეგ.

როგორც ვხედავთ, რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მოწვევა ბევრი მიზეზით იყო განპირობებული. გარდა იმისა, რომ კრებას ღირსების მიხედვით საეკლესიო თანამდებობებზე დანიშვნის საკითხი უნდა განეხილა, მოსაგვარებელი იყო მთელი რიგი სხვა პრობლემებიც, კერძიდ: ირღვეოდა ხელდასხმის წესი, ნიავდებოდა საეკლესიო ქონება, ადგილი ჰქონდა “ჩვილთა ქალ-ყმათა” გვირგვინის კურთხევას, მონასტრებში იმართებოდა ვაჭრობა, რაც ქრისტიანული დოგმატით წმ. ადგილებისთვის შეუფერებლად ითვლებოდა. ამიტომ თუმცა საქართველოს იმდროინდელი პოლიტიკური ვითარების ფონზე კრების ჩატარება დიდ სირთულეს წარმოადგენდა, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადაწყდა მისი მოწვევა. და აი “დიდთა წყლულებათა კურნებათა კურნებად” შემოკრბა ერი მრავალი “სანახებთა ქართლისათა, მახლობელად ორთა საეპისკოპოსოთა რუისა და ურბნისისა” რა თქმა უნდა საეკლესიო კრების მოწვევა სპონტანურად ვერ მოხდებოდა, მას წინ უძღოდა მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოებისა. პირველ რიგში საგანგებოდ უნდა შერჩეულიყო კრების ადგილი რომელიც როგორც უკვე ავღნიშნეთ რუის-ურბნისის “სანახები” აღმოჩნდა. საფიქრებელია კრების ადგილის შერჩევისას გაითვალისწინეს, რომ რომ რუისისა და ურბნისის რაეპისკოპოსოები ქვეყნის შუაგულში მდებარეობდა, რაც საგრძნობლად გაუადვილებდა გზის სიშორეს კრების მონაწილეებს, ამაზე მნიშვნელოვანი მიზეზი კი ის უნდა ყოფილიყო, რომ ქვეყნის შუაგულში გამართულ საეკლესიო კრებას დიდი რეზონანსი მოჰყვებოდა, რაც ახლო-მახლო მაჰმადიან დამპყობელთა ხელში მყოფ ქრისტიან მოსახლეობაში ეროვნულ-სარწმუნოებრივ ინტერესებს გააღვივებდა.

აგრეთვე სავარაუდოა, რომ კრების ადგილის შერჩევისას ანგარიში გაუწიეს გიორგი II-ის რუისში მეფედ კურთხევის ფაქტს. ცნობილია ისიც, რომ დავით აღმაშენებელი ბავშვობაში რუისში იზრდებოდა მამაცაშვილების გვარის მიერ, რაც საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას დავით მეფეზე ეს ფაქტი გარკვეულწილად იმოქმედებდა. უმთავრეს მიზეზად კი შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ, რუისსა და ურბნისს ცალ-ცალკე საეპისკოპოსოები ჰპონდათ, ამდენად კრების ადგილი იყო არა ერთი, არამედ ორი საეპისკოპოსო, ე.ი ეს საეპისკოპოსოები საქართველოს სულიერი ძლიერების დედაბოძნი იყვნენ, თორემ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული სიდიდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ ეპარქიების საეპისკოპოსო და იქაური მღველმთავარი VI საუკუნის დამდეგის დოკუმენტებში, ხოლო საკუთრივ ურბნისის და რუისის საეპისკოპოსოები ცალცალკე უფრო ადრე - IV საუკუნეში იხსენიება.

X-XI საუკუნეებში რუისი საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. აქ მოღვაწე მღვდელმთავრები (ლეონტი მროველი და მისი წინამორბედნი) ჩაბმულნი იყვნენ ყვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში და ყოველთვის მეფის გვერდით იდგნენ.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრება ეყრდნობა მართლმადიდებელი ეკლესიის ძისითად სამართლებრივ კანონმდებლობას - ნომოკანონს. ბუნებრივია კრების მოწვევის წინ საჭირო შეიქმნებოდა ამ დოკუმენტების ქართულ ენაზე გადმოთარგმნა, რაც აუცილებლად განათლებულ სასულიერო პირებს უნდა განეხორციელებინათ. ურბნისისა და რუისის კათედრალები კი მთელ საქართველოში გამორჩეულნი იყვნენ თავიანთი საგანმანათლებლო მოღვაწეობით. შწორედ აქ დაიწერა  "ქართლის ცხოვრება", გადაიწერა დიდი რჯულისკანონის მრავალი ნუსხა და სავარაუდოა, კრების წინა მთარგმნელობითი სამუშაოებიც აღნიშნულ ორ ეპარქიაში შესრულდა, რადგან გარდა იმისა, რომ აქ მოღვდწე სასულიერო პირები განათლებითა და საეკლესიო სამართლისადმი დიდი ყურადღებით გამოირჩეოდნენ, რუისისა და ურბნისის კათედრალებს უმდიდრესი ბიბლიოთეკა გააჩნდათ. დღემდე შემონახულია ურბნისის სახარება, გადაწერილი იოანე ტატანელის მიერ X საუკუნეში და რუისის სახარება, რომელიც გადაწერილია XI საუკუნეში შავ მთაზე.

და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ სამეფო კარი, განსაკუთრებით დედოფლები, საზოგადოდ, მფარველობას უწევდნენ რუისს და მროველ ეპისკოპოსებს.

ყოველივე ზემოთთქმულიდან ცხადი ხდება, საეკლესიო კრების მოწვევის ადგილად თუ რატომ შეირჩა რუისისა და ურბნისის საეპისკოპოსოები.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრება არ შეიძლება მივაკუთვნოთ რიგით ადგლობრივ კრებათა რიცხვს, იგი იყო საგანგებოდ მოწვეული განსაკუთრებული კრება, რომელსაც საქართველოს ეკლესიის წინაშე მდგარი ბევრი საჭირბოროტო საკითხი უნდა გადაეწყვიტა. მას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ერისა და სახელმწიფოსთვის, როგორც მსოფლიო კრებებს ბიზანტიისა და ზოგადად ეკლესიისთვის. კრებას ესწრებოდნენ არა მხოლოდ საქართველოს ეკკესიის, არამედ უცხოეთში არსებული ქართული მონასტრების საგანგებოდ მოწვეული თვალსაჩინო წარმომადგენლები, აგრეთვე სასულიერო და საერო მეცნიერი ადამიანები.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას თავმჯდომარეობდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იოვანე: "თავ და წინამძღვარ პირწმიდისა მის კრებისა იყო იოვანე ყოვლადღირსი მთავარეპისკოპოსი, კათალიკოსი და ყოვლისა საქართველოისა დიდი მამამთავარი"

საგულისხმოა, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებებსაც თავმჯდომარეობდა ბიზანტიის იმპერიის საპატრიარქო კათედრებს შორის უპირატესი, თუ იგი თვით არ იყო კრების მსჯელობის ობიექტი, ჩანს, რუის-ურბნისის კრება მსოფლიო კრების ფორმატით ჩატარდა.

გაგრძელება>>

ურბნისისა და რუისის ეპარქია
info@urbnis-ruisi.ge